ToT - Training of Trainers

კურსის დაწყება | ხანგრძლივობა |
|---|---|
სექტემბერი | 3 თვე |
რეგისტრაცია დასრულებულია
ტრენერთა ტრენინგის (ToT) კურსის მიზანია მოამზადოს/გადაამზადოს კვალიფიციური ტრენერები მათთვის იმ უნარებისა და ცოდნის მიცემით, რაც დაეხმარებათ მომავალში სასწავლო პროცესისა და თემატური ტრენინგების ეფექტურ მართვაში.
კურსი ფოკუსირებულია შემდეგ ძირითად საკითხებზე:
როგორ ვასწავლოთ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები
Სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები
კომუნიკაციის უნარები და ხელსაწყოები
კურსის მანძილზე მსმენელები შეისწავლიან სასწავლო რესურსების შემუშავების ტექნიკებს და პრაქტიკაში შეიმუშავებენ ისეთ რესურსებს, როგორიცაა სილაბუსი, ჰენდაუთები, დავალებების პირობები, შეფასების კრიტერიუმები და ა.შ.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:
სასწავლო რესურსების შემუშავება, შესაბამისი სასწავლო მეთოდების შერჩევა და სასწავლო მასალების შექმნა
პრეზენტაციების ეფექტური წარდგენა, დისკუსიის ხელშეწყობა და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება
კომუნიკაციის უნარები, მათ შორის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
შეფასების სხვადასხვა მეთოდისა და სწავლის შედეგების გაზომვის ტექნიკების, განმავითარებელი შეფასების მეთოდების გამოყენება
ტრენინგის მართვის პრაქტიკების ინტეგრაცია, მათ შორის სასწავლო პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება და შეფასება
შეფასების სხვადასხვა მეთოდისა და სწავლის შედეგების გაზომვის ტექნიკების, განმავითარებელი შეფასების გამოყენების მეთოდებიიური რესურსების და სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუმენტების გამოყენება
კურსი განკუთვნილია 18 წელს ზემოთ ინდივიდებისთვის (არაფორმალური განათლების ცენტრებში მომუშავე ლექტორები, ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალები, სწავლების სურვილის მქონე დეველოპერები და სხვა), რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ უნარები და დაეუფლონ სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
ტრენინგის დიზაინი
ტრენინგის საჭიროებების გაანალიზება, მიზნების დასახვა, ეფექტური სასწავლო პროგრამის შემუშავება
სწავლა სწავლების მეთოდები
მეთოდები და სტრატეგიები მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველყოფისთვის, მონაწილეობის წახალისებისთვის და ეფექტური სწავლის ხელშეწყობისთვის
კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
მიმზიდველი პრეზენტაციის ტექნიკები, დროის ეფექტური მართვა, რთულ მონაწილეებთან და სიტუაციებთან გამკლავება
შეფასების მეთოდები
შეფასების სხვადასხვა მეთოდი და სწავლის შედეგების გაზომვის ტექნიკები, განმავითარებელი შეფასების გამოყენების მეთოდები
ტრენინგის მენეჯმენტი
ტრენინგის მართვის პრაქტიკები, სასწავლო პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება და შეფასება
ტექნოლოგიების გამოყენება
სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა
პროფესიული განვითარება
პროფესიული განვითარების უწყვეტი შესაძლებლობების და რესურსების გაცნობა მომავალში პროფესიული განვითარებისთვის
პროგრამის ექსპერტი/ლექტორი - სანდრო ასათიანი
სანდრო ასათიანის პროფესიული გამოცდილება 10 წელზე მეტია რაც განათლებისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს უკავშირდება. იგი წლების განმავლობაში მუშაობს ICT სფეროში და მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ისეთი ონლაინ პროექტები, როგორებიცაა: saba.com.ge, online.iliuni.edu.ge, პირველი ქართული ჩეთბოტი - კიბერ გალაკტიონი და Anima Chatbotics.
სანდრო 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებში: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ასოცირებული პროფესორი), GIPA, საქართველოს უნივერსიტეტი (GU), კავკასიის უნივერსიტეტი (CU). 2020 წელს კი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა მერილენდის უნივერსიტეტში და მონაწილეობდა კვლევით პროექტში.
სანდრო GeoLab-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია და 2019 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერ ლაბორატორიის UniLab-ის დირექტორია. იგი, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტად მუშაობს და ცდილობს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების სწავლების მაქსიმალური ინტეგრაცია მოახდინოს.
iOS Development არის პროცესი, რომელიც გულისხმობს აპლიკაციების განვითარებას კონკრეტულად Apple-ის iOS ოპერაციული სისტემისთვის. iOS Development დეველოპერებს სთავაზობს შესაძლებლობას, შექმნან მრავალფეროვანი და მდიდარი აპლიკაციები Apple-ის პროდუქტებისთვის და განავითარონ თამაშები, სოციალური კავშირების აპლიკაციები, e-commerce პლატფორმები და სხვა.
iOS Development კურსის მიზანია უზრუნველყოს მრავალმხრივი სწავლება და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება iOS-ის ძირითად კონცეფციებზე, პროგრამულ ენა Swift-ზე, არქიტექტურაზე, დიზაინ პატერნებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ iOS აპლიკაციების შექმნას, მდგრადობისა და ხარისხის შემოწმებას, ისევე როგორც ოპტიმიზაციას.
კურსის სტუდენტებს პროგრამის დასრულებისას ექნებათ საკუთარი სამუშაოს სადემონსტრაციო პორტფელი, რომელიც წარმოაჩენს მათ ცოდნასა და უნარებს iOS Development-ის მიმართულებით.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:
კოდირება
არქიტექტურებისა და დიზაინ პატერნების გაგება
დეველოპმენტ ხელსაწყოების გამოყენება
სხვადასხვა ფრეიმვორკების გამოყენება
ინკლუზიური და მომხმარებელზე მორგებული დიზაინის ამოცნობა
მონაცემების მართვა
კონკურენტულობისა და პარალელიზმის მართვა
ტესტირება და დებაგინგი
აპლიკაციის დანერგვა
გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია
კურსის სამიზნე აუდიტორია მოიცავს 18 წლიდან ინდივიდების ფართო სპექტრს, რომლებიც ისწრაფვიან ისწავლონ iOS აპლიკაციების დეველოპმენტი და გაეცნონ Apple-ის ეკოსისტემას.
მათ შორისაა: დამწყები დეველოპერები, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტები, უმცროსი დეველოპერები, თვითნასწავლი დეველოპერები, Career Switchers (პროფესიონალები, რომლებიც ამჟამად არიან სხვა IT სფეროებში, მაგრამ აქვთ დიდი ინტერესი გადართონ თავიანთი კარიერა iOS-ის მიმართულებით), არატექნიკური პირები (ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ფორმალური ტექნიკური განათლება, მაგრამ აქვთ დიდი სურვილი და მოტივაცია ისწავლონ iOS დეველოპმენტი
შესავალი iOS დეველოპმენტში
Apple-ის ეკოსისტემის მიმოხილვა iOS-ზე აქცენტირებით, Xcode IDE, Swift(Objective-C გემოვნებით), Apple დეველოპერ პროგრამა
Swift პროგრამირება
Swift-ის დეტალური შესწავლა - ენის ფუნდამენტური კომპონენტები
Objective-C პროგრამირება
Objective-C-ის შესავალი ლეგასი კოდი და Swift-თან თავსებადობა
Xcode და Interface Builder
Xcode შესაძლებლობები და ინტერფეისის Builder გამოყენება
iOS ფრეიმვორკები და API
iOS-ის ძირითადი ფრეიმვორკები (UIKit, SwiftUI, Foundation, Core Data, Core Animation და სხვა)
არქიტექტურები და დიზაინ პატერნები
iOS-ის არქიტექტურები და დიზაინ პატერნები
Networking და Data Persistence
RESTful API-ებთან დაკავშირება, JSON-ს და მონაცემების შენახვა Core Data, FileManager, UserDefaults ან Keychain-ის საშუალებებით
Multithreading და Concurrency
Multithreading და Concurrency პრინციპების მენეჯმენტი Modern Swift Concurrency, Grand Central Dispatch (GCD) and Operation Queues გამოყენება
UI/UX პრინციპები
Apple-ის Human Interface Guidelines-ებისა და მომხმარებლზე მორგებული ინკლუზიური დიზაინის შექმნის პრინციპები
ტესტირება და დებაგინგი
Unit და UI ტესტების მნიშვნელობა და დაწერა XCTest და XCUITest გამოყენებით. დებაგინგ ხელსაწყოების შესწავლა
I ეტაპი - რეგისტრირებულთა აპლიკაციების ტექნიკური გადარჩევა
II ეტაპი - უნარების ტესტი
III ეტაპი - ტექნიკური დავალება
IV ეტაპი - დარჩენილი მონაწილეებიდან 30-ის შერჩევა უნდა მოხდეს პირადი გასაუბრების საფუძველზე - მათ მიერ გამოვლენილი დამატებითი ცოდნის, მოტივაციისა და Soft skill-ების საფუძველზე.
პროგრამის მიზანია მსმენელებს მისცეს ცოდნა ბლოკჩეინის, როგორც ტექნოლოგიის შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი კი გააკეთოს ბანკინგის, ფინანსური და მომიჯნავე ინდუსტრიებისთვის (ფინტეკი, დაზღვევა, ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება) ბლოკჩეინის გამოყენების მაგალითებზე. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დემისტიფიკაცია და მისი პრინციპების სიღრმისეულად შესწავლა, მისი თავისებურებების განხილვა და რეალური ბიზნეს-აპლიკაციების ბლოკჩეინზე მორგებულ სტილში გადაწყვეტის მაგალითების ჩვენება.
მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინი საზოგადოებისთვის ღრმა ტექნოლოგიურ საკითხად განიხილება, აღნიშნული პროგრამა არ იქნება მხოლოდ დეველოპერებისთვის და IT სფეროს წარმომადგენლებისთვის. მეტიც, კურსის ფარგლებში დიდ აქცენტს გავაკეთებთ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის იმ ასპექტებზე, რომლებიც აუცილებელია პროექტების სტრატეგიული დაგეგმვისთვის, მენეჯმენტისთვის და რეგულაციურ ჩარჩოებში ჩაჯდომისთვის.
პროგრამის წარმატებით დახურვის შემდეგ:
გეცოდინებათ სხვადასხვა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ძირითადი კონცეფციები და ტერმინოლოგია, შეძლებთ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასთან დაკავშირებული პროცესების ანალიზს, პროდუქტებისა და ბიზნეს-პროცესების დაგეგმვას. პროდუქტების მიხედვით შეძლებთ ოპტიმალური ტექნოლოგიის შერჩევას, დადებითი და უარყოფითი მხარეებისა და შესაძლო პრობლემების შეფასებას.
პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს 18 წლის ზემოთ დასაქმებული ადამიანების ფართო სპექტრი - ბიზნესის მფლობელები, პროექტის მენეჯერები, Product owner-ები, რისკ და Compliance მენეჯერები, IT სპეციალისტები და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლები.
1. შესავალი - genesis block, ძირითადი კონცეპტები, ტერმინოლოგია
მიმოვიხილავთ ბლოკჩეინის შექმნის ისტორიას, მნიშვნელობას და მიზნებს. მსმენელები გაიგებენ ძირითადი კონცეფციების (როგორებიცაა დისტრიბუციული დავთრები, ჰეშირება, ბლოკები, ნოუდები) შესახებ და გაეცნობიან ძირითად ტერმინოლოგიას
2. როგორ მუშაობს ბლოკჩეინი - დისტრიბუციული დავთრის (distributed ledger) მუშაობის სპეციფიკა
უფრო ღრმად მიმოვიხილავთ dlt-ს, მონაწილეები გაეცნობიან ბლოკჩეინის სტრუქტურას, ბლოკების შექმნის პრინციპებს და მნიშვნელობას, კონსენსუსის პროტოკოლებს
3. ბლოკჩეინის სახეები - საჯარო (public), დახურული (private), კონსორციუმი (consortium)
მიმოვიხილავთ სამივე სახის ბლოკჩეინების დადებით და უარყოფით მხარეებს, რა შემთხვევაში ჯობია თითოეული მათგანის გამოყენება და რა პრაქტიკული გამოყენება აქვს დღესდღეობით თითოეულ მათგანს
4. კრიპტოვალუტები და ციფრული აქტივები - ბიტკოინი, ეთერიუმი და ყველაფერი, რაც მათ შემდეგ მოხდა კრიპტო-სამყაროში
გავეცნობით ყველაზე მეტად გავრცელებული ვირტუალური აქტივების უკან მდგომ ტექნოლოგიებს და მუშაობის პრინციპებს, გამოყენების სფეროებს და პერსპექტივებს ფინანსური ეკოსისტემების ჭრილში. ასევე მიმოვიხილავთ სხვადასხვა ტიპის ციფრულ აქტივებს - security და utility ტოკენებს
5. ბლოკჩეინის გამოყენება ბანკინგში - გადახდები, ქლირინგი, იდენტობის დადასტურება
მიმოვიხილავთ ბლოკჩეინის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებს ბანკინგში - როგორ შეიძლება გადახდების გაუმჯობესება და გაიაფება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორ შეიძლება ქლირინგის და settlement პროცესების გამარტივება, და როგორ შეიძლება ერთი შეხედვით ანონიმურობაზე დამყარებულ სისტემაში მომხმარებლების იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია
6. ბლოკჩეინი და ფინტექი - ტრადიციული ბანკინგის შეცვლის გზა
მიმოვიხილავთ ბლოკჩეინის და ფინტექის გადაკვეთის შესაძლო წერტილებს, რა უპირატესობები და ნაკლოვანებები შეიძლება ჰქონდეს ბლოკჩეინის გამოყენებას ფინტექ-პროდუქტებში და როგორ შეიძლება ტრადიციული ბანკინგის შეცვლა ფინტექისა და ბლოკჩეინის გაერთიანებით
7. რეგულაციები და რეგულატორები
მიმოვიხილავთ რეგულაციებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და ლოკალურ დონეზე. ძირითადად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ვალდებულებები ეკისრება ბიზნესს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში
8. კრიპტოგრაფია, კონსენსუსის მექანიზმები და პოტენციური რისკები
ძირითადი ფოკუსის ობიექტი იქნება კრიპტოგრაფია - მსმენელებისთვის გასაგებ ენაზე, კრიპტოგრაფიული პროტოკოლები და კონსენსუსის მექანიზმები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ ბლოკჩეინი, როგორც ტექნოლოგია. ვისაუბრებთ რისკებზე, რომლებიც დეცენტრალიზებული სისტემების გამოყენებას ახლავს თავს და იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან აღნიშნული რისკები
9. ინფორმაციის ფლობა და დაცვა
ვისაუბრებთ ბლოკჩეინის შესაძლებლობებზე, გააუმჯობესოს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და პირადი ინფორმაციის კონტროლი დაუბრუნოს ამ ინფორმაციის მფლობელებს. ასევე, მიმოვიხილავთ ინფორმაციის გამჭვირვალობის და დაცულობის პარალელურად არსებობის ასპექტებს
10. ბლოკჩეინ პროექტები - რა სარგებლობა მოგვიტანა ბლოკჩეინმა უკვე - case studies
მიმოვიხილავთ რეალურ მაგალითებს, სადაც ბლოკჩეინის დანერგვით კომპანიებმა და მომხმარებლებმა მიიღეს გარკვეული სარგებელი. განვიხილავთ რეალურ სამყაროში მოქმედ აპლიკაციებს - ფინანსური და მომიჯნავე სფეროებიდან
11. დეცენტრალიზებული ფინანსები, cbdc, nft-ები
defi, cbdc, nft - თანამედროვე ბლოკჩეინ სამყაროს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდია. აღნიშნული თემის განხილვისას ვიპოვით საერთო შეხების წერტილებს წინა თემებთან (მაგ. რეგულაციები, ფინტექი) და განვიხილავთ ამ ტექნოლოგიების სამომავლო პერსპექტივებს
12. ბლოკჩეინების ‘დამეგობრება’ - blockchain interoperability და სამომავლო პერსპექტივები
მიმოვიხილავთ სხვადასხვა ბლოკჩეინების ურთიერთდაკავშირების მნიშვნელობას, საკითხებს, პრინციპებს, სირთულეებს და ბენეფიტებს
13. ფინალური პროექტი
I ეტაპი - რეგისტრირებულთა აპლიკაციების ტექნიკური გადარჩევა
II ეტაპი - ტექნიკური გადარჩევის შემდეგ გადმოგეგზავნებათ წინასწარ ჩაწერილი ვიდეო-გაკვეთილები დამატებითი საკითხავი მასალით (ჰენდაუთებით) და გამოსაკვლევი თემების ჩამონათვალით. კვლევისათვის მონაწილეებს მიეცემათ 1 კვირიანი პერიოდი. 1 კვირიანი პერიოდის შემდეგ ტესტირების შედეგად (დახურული პასუხები, 40 შეკითხვა) გადაირჩევა არაუმეტეს 80 მონაწილისა - საუკეთესო შედეგების მიხედვით.
III ეტაპი - დარჩენილი მონაწილეებიდან 60-ის (ორი ჯგუფი) შერჩევა მოხდება პირადი გასაუბრების საფუძველზე - მათ მიერ გამოვლენილი დამატებითი ცოდნის, მოტივაციისა და Soft skill-ების საფუძველზე.
ლევან ილაშვილი
ლევანს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში 13 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ის ფინანსური მომსახურებისა და სადაზღვეო ინდუსტრიის კომპლექსური აპლიკაციების შექმნა, დანერგვასა და ადაპტაციაზე მუშაობდა. მას კარიერის განმავლობაში დაპროგრამებული აქვს ეკონომიკურად ეფექტური, მაღალი ხარისხის სისტემები რთული ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად.
2017 წლიდან ლევანი დაინტერესდა ბლოკჩეინ ტექნოლოგიით - მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ბლოკჩეინ პროდუქტების დეველოპმენტში და აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ კომპანიებთან. 2022 წელს საქართველოში დააფუძნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტო-გადამცვლელი CoinSwap, რომელსაც წამყვანი როლი უკავია როგორც ბიზნესის და პროდუქტების მართვაში, ასევე დეველოპმენტის მიმართულებით.
დღეს პითონი აქტიურად გამოიყენება აპლიკაციებისა და ვებსაიტების შესაქმნელად. კურსი შეასწავლის სტუდენტებს თუ როგორ იმუშაონ რელაციურ და არარელაციურ მონაცემთა ბაზებთან და კლასებთან პროფესიონალურად, ასევე ისწავლიან GUI პროგრამების შექმნას. გაეცნობიან პარალელურ პროგრამირებას. ისწავლიან მონაცემების ეფექტურ და უსაფრთხო მანიპულირებას და დინამიური ვებსაიტების აწყობას Django ფრეიმვორკის გამოყენებით.
სტუდენტი კურსის შესწავლის შედეგად გამოიმუშავებს შემდეგ კომპეტენციებს:
შეძლებს პროგრამების დაწერას პითონის კლასების გამოყენებით
იყენებს პარალელური პროგრამირების მიდგომებს
ქმნის და მართავს პროცესს Python-ში
მუშაობს გრაფიკულ ინტერფეისთან
მუშაობს მონაცემთა ბაზებთან Python-ში
იცის Django ფრეიმვორკი
ქმნის დინამიურ ვებ აპლიკაციებს
კურსის სამიზნე აუდიტორია მოიცავს ინდივიდებს 18 წლის ასაკიდან, რომლებმაც იციან Python პროგრამირების საფუძვლები. სტუდენტმა უნდა იცოდეს პითონის მონაცემთა სტრუქტურები, ფუნქციები და ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება. მათ უნდა შეეძლოთ პროგრამების დაწერა კლასების გამოყენებით.
მათ შორისაა: დეველოპერები, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტები, თვითნასწავლი დეველოპერები, Career Switchers (პროფესიონალები, რომლებიც ამჟამად არიან სხვა IT სფეროებში, მაგრამ აქვთ დიდი ინტერესი შეცვალონ თავიანთი კარიერა Python-ზე პროგრამირების მიმართულებით).
GUI - გრაფიკული ინტერფეისის შექმნა და PyQt5 ბიბლიოთეკასთან მუშობა
პარალელური პროგრამირება - პარალელური დაპროგრამების არსი და მნიშვნელობა, threading ბიბლიოთეკა და მასში ნაკადებთან მუშობა, concurrent.futures ბიბლიოთეკა და მასში ნაკადებთან და პროცესებთან მუშაობა
რელაციური მონაცემთა ბაზები - რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშობა პითონში, sqlite3 ბიბლიოთეკა, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა კლასებისა და მოდულების გამოყენებით,
არარელაციური მონაცემთა ბაზები - არარელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშობა MongoDB-ის მაგალითზე
Numpy მასივები - Numpy მასივები, მათი მნიშვნელობა და მათთან მუშობა, Numpy მასივების მეთოდები, Numpy მასივების დამუშავება ლოგიკური მოქმედებების და ინდექსების საშუალებით
შესავალი Django-ში - Django ფრეიმვორკის მნიშვნელობა, ვებ პროექტის სტრუქტურა Django-ში და MVC/MVT დიზაინი, Django Admin Interface
Views და URL Pattern-ები - View-ის შექმნა, მათთან მუშობა და მათი დაკავშირება URL-თან
Django ORM - Django ORM-ის არსი, Django-ს მოდელები და მონაცემთა ბაზების მიგრაცია, Django ORM მენეჯერის არსი, Queryset-თან მუშაობა და ცხრილებს შორის კავშირი
ფუნქციებზე დაფუძნებული View-ები (FBVs) - ფუნქციებზე დაფუძნებული View-ების შექმნა და მათთან მუშობა, GET და POST მეთოდების გამოყენება.
ფორმები და მომხმარებლის Input-ი - ფორმებთან მუშობა Django-ში, widget- ები
Django შაბლონები და პაგინაცია - Django-ს შაბლონებთან მუშობა, პაგინაციის მნიშვნელობა და მისი განხორციელება
კლასზე დაფუძნებული Views (CBV) - მკლასზე დაფუძნებული View-ების შექმნა, მათი უპირატესობები და მათთან მუშობა, HTTP პასუხებთან მუშობა
სტატიკური და Media ფაილების მართვა; Error Handling და Exception Views - სტატიკური ფაილების მართვა და გავრცელებული შეცდომების დამუშავება
სიგნალები ჯანგოში; Middleware, შეტყობინებების Framework-ი - ავტორიზაციის და რეგისტრაციის შექმნა, მომხმარებლის პროფილის დამუშავება
I ეტაპი - რეგისტრირებულთა აპლიკაციების ტექნიკური გადარჩევა
II ეტაპი - უნარების ტესტი
III ეტაპი - ტექნიკური ტესტი
IV ეტაპი - დარჩენილი მონაწილეებიდან 30-ის შერჩევა უნდა მოხდეს პირადი გასაუბრების საფუძველზე - მათ მიერ გამოვლენილი დამატებითი ცოდნის, მოტივაციისა და Soft skill-ების საფუძველზე.
ცოტნე შარვაძე
ცოტნეს Python-ის გამოყენებით პროგრამირების 8 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მას წლების განმავლობაში CTO-სა და დამფუძნებლის როლში შექმნილი აქვს არაერთი E-commerce და SaaS პლატფორმა, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის. ცოტნეს და მისი გუნდის განვითარებულია ასევე veli.store-ის პლატფორმა.
ჯერ კიდევ საწყის პერიოდში ცოტნემ მუშაობა დაიწყო პალიტრა მედია ჰოლდინგში, მან შექმნა Biblusi.ge და სხვა მაღალი დატვირთვის მქონე საიტები. ცოტნე ასევე მუშაობდა Maxin AI-ში და სხვა ქართულ სტარტაპებში, რომლის შემდეგაც დაარსა საკუთარი Software კომპანია (Graey), რომელიც კონცენტირებულია საერთაშორისო პროექტებზე.
2016 წლიდან ცოტნე ასწავლის პითონის პროგრამირების ენას სხვადასხვა წამყვანი ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებს და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სწავლების მიმართულებით. მისი სწავლებისა და სხვადასხვა მსხვილ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას კი ცოტნე გამოიყენებს Advanced Python ლექტორის რანგში.
ილია ტორუა
ილიას აქვს 7 წელზე მეტი გამოცდილება როგორც კორპორატიულ, ისე სტარტაპ გარემოში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს მონაცემთა პლატფორმებს, IoT და ML/AI მიმართულებებს.
ილიას აქვს მონაცემებთან მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება, დაწყებული ანალიტიკიდან, დამთავრებული რთული მონაცემთა სისტემების დეველოპმენტითა და არქიტექტურით. ამჟამად მუშაობს კომპანია TNET-ში Data & AI Systems Lead პოზიციაზე, სადაც აქტიურად იყენებს ღრუბლოვან და Open Source ტექნოლოგიებს სხვადასხვა ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად.
ილია ყოველდღიურად აგრძელებს განვითარებას Data Intensive Applications არქიტექტურის მიმართულებით. ის ასევე აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას როგორც სტუდენტებს, ასევე დამწყებ სპეციალისტებს. ილია კონსულტაციას უწევს საშუალო და დიდ კომპანიებს მონაცემთა პლატფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავისუფალ დროს მუშაობს საკუთარ წიგნზე.
React არის JavaScript ბიბლიოთეკა, რომელიც შექმნილია სწრაფი და ინტერაქტიული ვებ აპლიკაციების შესაქმნელად. ის არის კომპონენტებზე დაფუძნებული Front-end ბიბლიოთეკა, რომელიც პასუხისმგებელია უშუალოდ მომხმარებლის მხარეს ნაჩვენებ ფუნქციონალურ თუ ვიზუალურ ნაწილზე.
კურსის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რათა დამოუკიდებლად შეძლონ საშუალო სირთულის ვებ-აპლიკაციების შექმნა, გაშვება და გახდნენ კონკურენტუნარიანი ჯუნიორ დეველოპერები. კურსის განმავლობაში თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, სტუდენტები მიიღებენ რეალურ პროექტზე მუშაობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გამოცდილებას და გაამრავალფეროვნებენ საკუთარ პორტფოლიოს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეგეძლება:
მარტივი და საშუალო სირთულის React.js ვებ-აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა და გაშვება
React-ის ფუნდამენტური საკითხების ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
პროექტის სტრუქტურირებული ორგანიზება
დამატებითი ბიბლიოთეკების გამოყენება NPM-ის დახმარებით
ვებ-აპლიკაციის ავტომატიზირებული ტესტირება
ხარვეზების გასასწორებლად Large Language Model-ის (მაგ. ChatGPT), ხოლო პროდუქტიულობის გასაზრდელად Github Copilot-ის გამოყენება
Front-end-სა და Back-end-ს შორის მონაცემების მიმოცვლა და დამუშავება
ტექნიკური ინტერვიუსთვის მომზადება და Soft skill-ების გაუმჯობესება
React-ის კურსი განკუთვნილია 18 წელს ზემოთ, ვებ-დეველოპმენტით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ ისწავლონ და გაიუმჯობესონ ცოდნა ყველაზე პოპულარულ Front-end ტექნოლოგიაში.
კურსზე დაიშვებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ HTML და CSS-ის ცოდნა. სასურველია Git-თან და NPM-თან მუშაობის გამოცდილებაც, ხოლო სასურველია JavaScript-ის საფუძვლების ცოდნა შემდეგ საკითხებში - ES6 (Function Declarations, Arrow Functions, Template Literals, Short Conditionals, Array.map, Array.filter, Array.find, Property Shorthand, Destructuring, Spread Operator, Promises + Async/Await Syntax, ES Modules + Import/Export syntax).
შესავალი React.js-ში, ფუნდამენტური საკითხები და ფუნქციონალი, რაც სრულფასოვანი production-ready ვებ-აპლიკაციის შესაქმნელად არის საჭირო
გვერდებს შორის ნავიგაციის შესაძლებლობა React Router ბიბლიოთეკის გამოყენებით
კომპლექსური სთეითების ეფექტურად მენეჯმენტი React-ის Context API-სა და React Redux-ის გამოყენებით
სიების, კონტენტის, ელემენტებისა და კომპონენტების პირობითი დარენდერება;
API-სთან მუშაობა, მოთხოვნებისა და ინფორმაციის მიმოცვლა და შეცდომების დამუშავება
პერფორმანსის ოპტიმიზაციის ტექნიკები და ჰუკები
მომხმარებლის ავტორიზაცია-რეგისტრაციის ფუნქციონალის მიმოხილვა და იმპლემენტაცია
ტესტების პირამიდა, ტესტების დაწერა და მათი ავტომატიზება
დიბაგინგი, ერორების წაკითხვა, სწორად გაგება, გასწორება და ChatGPT-ს გამოყენება პროცესის გასამარტივებლად
Github Copilot-ის გამოყენება პროდუქტიულობის გასაზრდელად
ვებ-აპლიკაციისთვის CI/CD (Continuous Integration & Deployment) აწყობა
საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა, პროგრამირების პრინციპები, კონვენციები, სტრატეგიები და ა.შ.
ქვიზები
რეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესი
მომზადება გასაუბრებებისთვის (Hard skills & Soft skills). React.js-ის გასაუბრებებზე ყველაზე ხშირად გამოყენებული კითხვებისა და პასუხების განხილვა
I ეტაპი - რეგისტრირებულთა აპლიკაციების ტექნიკური გადარჩევა
II ეტაპი - უნარების ტესტი
III ეტაპი - ტექნიკური ტესტი - შეამოწმებს პრერეკვიზიტების (HTML, CSS, Javascript) ცოდნის დონეს
IV ეტაპი - ტექნიკური დავალება
V ეტაპი - დარჩენილი მონაწილეებიდან 30-ის შერჩევა უნდა მოხდეს პირადი გასაუბრების საფუძველზე - მათ მიერ გამოვლენილი დამატებითი ცოდნის, მოტივაციისა და Soft skill-ების საფუძველზე.
ნიკა ფარცვანია
ნიკას ფრონტ-ენდ ინჟინერიაში 5 წლიანი გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ინდუსტრიებში, როგორიც არის EdTech, Ecommerce, Housing, Parcel Delivery.
ფრონტ-ენდ დეველოპმენტში მისი მთავარი ინსტრუმენტი არის React/Next და მათ ეკოსისტემაში შემავალი მრავალი ბიბლიოთეკა თუ ფრეიმვორქი, ამ ინსტრუმენტების გარდა ნიკას დიდი გამოცდილება აქვს Angular-სა და Vue-ში.
ამჟამად ნიკა დასაქმებულია კომპანია TNET-ში Front-End Chapter Lead-ის პოზიციაზე, იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროდუქტებზე მუშაობის შედეგად დაგროვებულ გამოცდილებას, გაუზიარებს თიბისი IT აკადემიის სტუდენტებს ლექტორის პოზიციიდან.
გუგა გონგაძე
გუგას პროგრამირებაში 7 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. კარიერის უდიდესი ნაწილი Javascript-ის ეკოსისტემაში გაატარა. 2 წლის განმავლობაში იყო Toptal-ის წევრი, სადაც მისი მოვალეობა იყო სხვადასხვა დონის და ზომის კომპანიების პროდუქტის განვითარება, ინტერვიუების ჩატარება, ახალი თანამშრომლების აყვანა და არსებული ინჟინრების გადამზადება რეაქტში.
ამ პერიოდის განმავლობაში გუგა Senior React Developer-ის როლში თანამშრომლობდა ისეთ გიგანტ Enterprise დონის კომპანიებთან, როგორიცაა Dolby და Hexagon Metrology, იგი ასევე მუშაობდა პატარა ამერიკულ სტარტაპებთან.
მას შემდეგ მისი გამოცდილება Senior Software Engineer-ის როლში უკავშირდება ამერიკულ სტარტაპ Uiflow-ს, რომელიც ვიზუალური პროგრამირების ენის გამოყენებით მომხმარებლებს ვებ-გვერდების აწყობის საშუალებას აძლევს. შემდეგ გუგა Senior Front-End Engineer-ის პოზიციას იკავებდა ბრიტანულ კომპანია shuttle.rs-ში, სადაც React-ისა და Rust-ის კოდის კონტრიბუტორი იყო. ახლა გუგას Senior Software Engineer-ის როლი აქვს Move Work Forward-ში, სადაც პროდუქტიულობის გასაუმჯობესებელ ხელსაწყოებს ქმნის ენტერპრაიზ კომპანიებისთვის.
სასწავლო კურსი წარმოადგენს დაპროგრამების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების თეორიული და პრაქტიკული გამოყენების ათვისების საშუალებას. მასში შეისწავლება თანამედროვე, დინამიური და მულტიპარადიგმული ენა „პითონი“, რომელიც თავის თავში მოიცავს ობიექტზე ორიენტირებულ, პროცედურულ ფუნქციონალურ და იმპერატიულ პროგრამირებას.
სტუდენტი კურსის შესწავლის შედეგად გამოიმუშავებს შემდეგ კომპეტენციებს:
ობიექტ ორიენტირებული მიდგომის მულტიპარადიგმული დიზაინის ცოდნა
მონაცემთა სტრუქტურის ტიპების ცოდნა
ფუნქციების იმპლემენტაციისა და განმარტების უნარი
სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების უნარი
აბსტრაქტული აზროვნების, ანალიზისა და სინთეზის უნარი
მონაცემთა მაღალი დონის ტიპირების უნარი
მეტაპროგრამირების საშუალებით ეფექტურობის მიღწევის უნარი
რელაციური და ლოგიკური ოპერატორების გამოყენების უნარი
ძირითადი მოდულების გარჩევის, მოდულის შექმნისა და გამოყენების უნარი
მეტაკლასების შექმნისა და გამოყენების უნარი
პრობლემის ანალიზისა და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ტექნოლოგიური/პროგრამული მოთხოვნების იდენტიფიცირებისა და განსაზღვრის უნარი
კურსის სამიზნე აუდიტორია მოიცავს 18 წლიდან ინდივიდების ფართო სპექტრს, რომლებიც ისწრაფვიან გადადგან პირველი ნაბიჯები Back-end Development-ში.
მათ შორისაა: დამწყები დეველოპერები, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტები, უმცროსი დეველოპერები, თვითნასწავლი დეველოპერები, Career Switchers (პროფესიონალები, რომლებიც ამჟამად არიან სხვა IT სფეროებში, მაგრამ აქვთ დიდი ინტერესი გადართონ თავიანთი კარიერა Python-ის მიმართულებით), არატექნიკური პირები (ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ფორმალური ტექნიკური განათლება, მაგრამ აქვთ დიდი სურვილი და მოტივაცია ისწავლონ Python დაპროგრამების ენა.
გავიცნოთ პითონი - პიტონის უპირატესობები, გამოყენების სფერო, საწყისი ბრძანებები და მონაცემთა ტიპები
განშტოების პროგრამები - განშტოების ოპერატორები, საწყისი პროგრამირების ლოგიკა
მოდულები - ჩაშენებული მოდულების გამოყენება პითონში და ფსევდო შემთხვევითი რიცხვების გენერაცია
ციკლები - იტერაციის შესრულება for და while ციკლების საშუალებით, ჩადგმული ციკლები, კომპლექსური ამოცანები ციკლებით
სტრიქონები - სტრიქონებთან მუშაობა პითონში მანუალურად, სტრიქონების მეთოდები და ქვესტრიქონები.
აპროქსიმაციული ამონახსნები - აპროქსიმაციის მეთოდები, ეფექტურობა, ბისექციური და ნიუტონ რეფსონის მეთოდი
თვლის სისტემები - თვლის სისტემებს შორის კონვერტაცია, როგორც მანუალურად, ასევე ჩაშენებული ფუნქციების გამოყენებით, წილადი რიცხვების გადაყვანა ათობითიდან ბინარულში მანუალურად
ფუნქციები - ფუნქციების არსი, ამოცანის დაყოფა ფუნქციებად პითონში
რეკურსიები - რეკურსიების არსი, დანიშნულება, ამოცანების ამოხსნა, როგორც რეკურსიულად, ასევე იტერაციულად
სიები - სიების არსი პითონში და მათთან მუშობა მანუალურად და ჩაშენებული მეთოდების და ფუნქციების გამოყენებით
კორტეჟები - კორტეჟების არსი, მათი მნიშვნელობა და მათთან მუშობა
ლექსიკონები - ლექსიკონების არსი, მათი მნიშვნელობა და მათთან მუშობა, კომპლექსური ამოცანები ლექსიკონებით
ფაილები - ტექსტურ ფაილებზე მუშობა, წაკითხვა, ჩაწერა
გამონაკლისები - შეცდომების დამუშვება პითონში, გამონაკლისები და დაშვებები
მოდულები და სიმრავლეები - საკუთარი მოდულების შექმნა და გამოყენება, სიმრავლეებთან მუშაობა და მათი გამოყენების მიდგომები პრაქტიკაში
კლასები - ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები, ობიექტების და მეთოდების არსი, მემკვიდრეობა, დეკორატორები, სტატიკური და კლასის მეთოდები
I ეტაპი - რეგისტრირებულთა აპლიკაციების ტექნიკური გადარჩევა
II ეტაპი - უნარების ტესტი
III ეტაპი - ტექნიკური დავალება
IV ეტაპი - დარჩენილი მონაწილეებიდან 30-ის შერჩევა უნდა მოხდეს პირადი გასაუბრების საფუძველზე - მათ მიერ გამოვლენილი დამატებითი ცოდნის, მოტივაციისა და Soft skill-ების საფუძველზე
მიხეილ ლომიძე
მიხეილს აქვს 6 წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში. ამ პერიოდში მას შეუქმნია რამდენიმე მონაცემებით ინტენსიური სისტემეის დიზაინი და მონაწილეობა მიუღია მათ იმპლემენტაციაში. მიხეილი მართავდა რამდენიმე პატარა და საშუალო გუნდს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ასევე აქვს ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ ამოცანად ჩამოყალიბების პრაქტიკული გამოცდილებაც.
მიხეილი Development Team Lead-ისა და Senior Python Engineer-ის პოზიციას იკავებდა წლების განმავლობაში MaxinAI-ში, სადაც არაერთ მსხვილ საერთაშორისო თუ ლოკალურ პროექტზე უმუშავია, ამჟამად კი თავის პროფესიულ საქმიანობას აგრძელებს გერმანულ სტარტაპში Senior Cloud Engineer-ის პოზიციაზე.
მიხეილის, როგორც ლექტორის კარიერა, 7 წელს ითვლის - ის იყო Python-ის ლექტორი GITA-ს პროგრამაში, ასევე იყო It Academy Step-ისა და BTU-ს მოწვეული ლექტორი.
ციფრული ტრანსფორმაციების ეპოქაში, სადაც ინფორმაცია შეუფერხებლად მიედინება საზღვრებს მიღმა, ინფორმაციული უსაფრთხოების საჭიროება არასოდეს ყოფილა ასეთი აქტუალური. ყველა ინდუსტრია, დაწყებული ფინანსებიდან და ჯანდაცვიდან, ენერგეტიკისა და აზარტული თამაშებით დამთავრებული, დიდ წილად ეყრდნობა ტექნოლოგიასა და მონაცემებს. თუმცა, ამ სწრაფმა ციფრულმა ტრანსფორმაციამ ასევე გახსნა ახალი გზები კიბერკრიმინალებისთვის.
აღნიშნული კურსის მიზანია მსმენელს გააცნოს ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები. კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა კონტროლის მექანიზმებს, მათ შორის უსაფრთხოების ტექნიკური ხელსაწყოების მუშაობის პრინციპებს, რომლებიც გამოიყენება ორგანიზაციების წინაშე არსებული კიბერ რისკების სამართავად.
კურსის დასრულების შემდგომ მსმენელს ექნება შესაძლებლობა:
ჩამოაყალიბოს ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნები ახალი და უკვე არსებული სისტემებისათვის
უზრუნველყოს ორგანიზაციაში უსაფრთხო წვდომების მართვის პროცესის დანერგვა
მოახდინოს ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების გეგმების შემუშავება და დანერგვა
დაგეგმოს და განახორციელოს ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებელი პროგრამა ორგანიზაციის სხვადასხვა რგოლებისათვის
მოახდინოს ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
მოახდინოს იდენტიფიცირებული რისკების შემცირების მიზნით კონტროლის მექანიზმების გამოვლენა და დანერგვა
უზრუნველყოს ბიზნეს უწყვეტობასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა და განხორცილება
უზრუნველყოს ბიზნესზე გავლენის ანალიზის ჩატარება
უზრუნველყოს ავარიული აღდგენის გეგმების მომზადება და ტესტირების დაგეგმვა
უზრუნველყოს შესაბამისი რეპორტების მომზადება სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისათვის
არატექნიკური პირები (ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ფორმალური ტექნიკური განათლება, მაგრამ აქვთ დიდი სურვილი და მოტივაცია ისწავლონ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა
ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები, ვისაც უნდა ცოდნის გაღრმავება აღნიშნული მიმართულებით
საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, ვისაც სურთ ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით განვითარება
სტუდენტები ვისაც სურთ კარიერის ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით განვითარება და აქვთ საბაზისო ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების მართვის, კიბერ უსაფრთხოების სფეროში
საოპერაციო ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების რისკების მართვის მენეჯერები და ანალიტიკოსები
შესაბამისობის და პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრები, ვისაც აღნიშნული მიმართულებით სურს განვითარება
ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორები
კურსზე დასწრების წინაპირობა:
ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო დონეზე ცოდნა
ორგანიზაციული პროცესების და ოპერაციების საბაზისო დონეზე ცოდნა
სასურველია რისკების მართვის საბაზისო დონეზე ცოდნა
სასურველია კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საბაზისო დონეზე ცოდნა
სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულები განვითარების სურვილი
შესავალი ინფორმაციულ და კიბერ უსაფრთხოებაში
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა/ საერთაშორისო სტანდარტები
მავნე კოდი - სხვადასხვა ტიპის მავნე კოდის მოქმედების პრინციპები, ასევე მავნე კოდის მართვის საუკეთესო პრაქტიკები
ინფორმაციული აქტივების მართვა - რა იგულისხმება ინფორმაციულ აქტივებში, როგორ ხდება მათი იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა
საფრთხეები, სისუსტეები და კონტროლის მექანიზმები - სისუსტეების მართვის სრული პროცესი, მათ შორის ის სისტემები, სადაც შეიძლება არსებობდეს სისუსტეები, სკანირების პრიორიტეტიზაცია, აღოჩენილი სისუსტეების მართვა და რეპორტინგი სხვადასხვა დონეზე
კრიპტოგრაფიის საფუძვლები - კრიპტოგრაფიის საწყისები, თუ რისთვის გამოიყენება კრიპტოგრაფია, რა ტიპის ალგორითმები არსებობს, რა დადებითი და უარყოფით მხარეების აქვს თითოეულ მათგანს. ლექცია ასევე მოიცავს სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ალგორითმებს, ლოგიკურ ოპერაციებს და ელექტრონულ ხელმოწერებს
ქსელის უსაფრთხოების საფუძვლები - ქსელის უსაფრთხოების საფუძვლები, მათ შორის სხვადასხვა პროტოკოლები და მათი დაცვის მექანიზმები, ქსელთან დაკავშირებული საფრთხეები და მათგან თავდაცვის მექანიზმები
ინციდენტების მართვა - ინციდენტების მართვის სრული პროცესი იდენტიფიცირებიდან გაუმჯობესებამდე. ინციდენტებზე რეაგირების ავტომატიზაცია და უსაფრთხოების საოპერაციო ცენტრის (SOC) ფუნქციები
ფიზიკური უსაფრთხოება - ფიზიკური უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები, მათ შორის უსაფრთხო ზონების იდენტიფიცირება (სასერვეროები, ტექნიკის განთავსების ადგილები და ა.შ), შესაბამისი კონტროლის მექანიზმების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და დანერგვა
წვდომების მართვა - აღნიშნული ლექციის მიზანია მსმენელს გააცნოს წვდომების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორი ავტორიზაციასა და ავთენტიფიკაციასთნ დაკავშირებული მოთხოვნები და წვდომის კონტროლები. ლექცია ასევე ფარავს წვდომებთან დაკავშირებულ შეტევებს და მათგან თავდაცვის საშუალებებს
პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოება - უსაფრთხო დეველოპმენტის პროცესი, დეველოპმენტის სხვადასხვა მოდელების მიმოხილვა, უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების ჩამოყალობება, გარე მხარეების შექმნილი პროგრამების უსაფრთხოების რისკების განხილვა, OWASP TOP 10 და Application Security Verification Standard ASVS მიმოხილვა
Cloud საფუძვლები - Cloud მნიშვნელობის გააზრება, სხვადასხვა ტიპები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, Cloud-ის პროვაიდერის და მომხმარებლის პასუხისმგებლობები. ასევე მოდულის ფარგლებში მოხდება Cloud-თან დაკავშირებული რისკების და კონტროლების მიმოხილვა
ბიზნეს უწყვეტობის და ავარიული აღდგენის გეგმები (BCP/DRP) - ბიზნეს უწყვეტობის და ავარიული აღდგენის გეგმების მართვის პროცესი, ბიზნესზე გავლენის ანალიზი ( BIA – Business Impact Analysis) და ბიზნეს უწყვეტობის რისკების მართვა
საფრთხეების მოდელირება - კიბერ საფრთეების მოდელირების მეთოდოლოგიები, მათ შორის: STRIDE, PASTA, MITRE. ISO 27005-ში მოცემული საფრთეების და სისუსტეების კატალოგი, კიბერ საფრთხეების წარმოშობის წყაროები და კიბერ დამნაშავეების მოტივაცია.
ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვა - სრული პროცესი, რისკის იდენტიფიცირებიდან პროცესის გაუმჯობესებამდე. ლექციის ფარგლებში ცალკე იქნება გამოყოფილი რისკების რაოდენობრიცი შეფასების მეთოდოლოგია FAIR (Factor Analysis of Information Risk)
I ეტაპი - რეგისტრირებულთა აპლიკაციების ტექნიკური გადარჩევა
II ეტაპი - უნარების ტესტი
III ეტაპი - ტექნიკური დავალება
IV ეტაპი - დარჩენილი მონაწილეებიდან 40 მონაწილის შერჩევა უნდა მოხდეს პირადი გასაუბრების საფუძველზე.
ირაკლი გაგოშიძე
ირაკლის აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა სექტორში, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. მისი მოღვაწეობა ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით დაიწყო 2011 წელს, როდესაც ჩააბარა ესტონეთში, ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, კიბერ უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე.
ირაკლის უმუშავია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში და დიდი წვლილი მიუძღვის ისეთი ორგანიზაციების ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების განვითარებაზე, როგორებიცაა: თიბისი ბანკი, EPAM, ჯეოსელი, ციფრული მმართველობის სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი და სხვა. გარდა ამისა მას განხორციელებული აქვს UNDP და USAID-ის დაფინანსებული ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების პროექტები.
ირაკლი ფლობს ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორებიცაა: CISSP, CISM, CISA, CRISC, CDPSE, CGEIT, ISO 27001, ISO 9001, ISO 31000.
დღევანდელ ჰიპერ-დაკავშირებულ, მონაცემებზე ორიენტირებულ სამყაროში კიბერუსაფრთხოება არის გადამწყვეტი ფარი, რომელიც იცავს ორგანიზაციებს ყველა ინდუსტრიაში კიბერ საფრთხეებისგან. აღნიშნულ პრაქტიკულ საგანმანათლებლო პროგრამაში თქვენ დარწმუნდებით რაოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სფეროს მნიშვნელობის აღიარება და ტრანსფორმაციული ზემოქმედება, რომელიც მას აქვს ორგანიზაციებზე.
ხართ კიბერუსაფრთხოების ერთგული პროფესიონალი, რომელსაც აქვს გატაცება დაიცვას ორგანიზაციები კიბერ საფრთხეებისგან? გსურს ითამაშო გადამწყვეტი როლი კრიტიკული ციფრული აქტივების დაცვაში, ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების პრაქტიკების მუდმივად გაუმჯობესებაში? თუ ასეა, ჩვენი კიბერუსაფრთხოების პროგრამა, რომელიც მორგებულია საშუალო დონის სპეციალისტებისთვის (უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრზე (SOC) ფოკუსირებით) არის შესანიშნავი შემდეგი ნაბიჯი თქვენს კარიერაში.
პროგრამის განმავლობაში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ სპეციალურად მათთვის შექმნილ პრაქტიკულ ლაბებში, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ თეორიული ცოდნა კონტროლირებად გარემოში და იმუშაონ კიბერუსაფრთხოების რეალურ ინსტრუმენტებთან და ტექნოლოგიებთან.
პროგრამის წარმატებით დახურვის შემდეგ:
უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის (SOC) სპეციალისტებისთვის მორგებული კიბერუსაფრთხოების პრაქტიკული პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ ღირებული უნარების, ცოდნისა და შესაძლებლობების ყოვლისმომცველი ნაკრები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ კიბერუსაფრთხოების კარიერას, კერძოდ, მათ ექნებათ:
გაფართოებული SOC ექსპერტიზა
საფრთხის გამოვლენისა და ანალიზის უნარები
ინციდენტზე რეაგირების უნარი
ყოვლისმომცველი საფრთხის დაზვერვის ცოდნა
SOC გარემოში გამოყენებული კიბერუსაფრთხოების უახლესი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნა
ინდუსტრიის სპეციფიკური შესაბამისობის მოთხოვნებისა და საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა SOC ოპერაციებისთვის
ლიდერობა და კარიერული წინსვლა - SOC-ის მენეჯმენტისა და ზედამხედველობის როლებისთვის საჭირო ლიდერული თვისებების განვითარება
მზადყოფნა ინდუსტრიის მიერ აღიარებული სერტიფიკატებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ კარიერული წინსვლის კარი გახსნა
გაძლიერებული კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები SOC გუნდების ეფექტურად წარმართვისა და მენტორობისთვის
კიბერუსაფრთხოების საშუალო დონის სპეციალისტები, რომლებიც მიისწრაფვიან განვითარდნენ უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის (SOC) მიმართულებით.
როგორც კიბერუსაფრთხოების საშუალო დონის სპეციალისტი, პროგრამაზე მოსახვედრად თქვენ უნდა გესმოდეთ კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა, თანამედროვე საფრთხეების სირთულე და პროაქტიული თავდაცვის სტრატეგიების საჭიროება. შეიძლება გქონდეთ გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქსელის უსაფრთხოება, ინციდენტზე რეაგირება ან შეღწევადობის ტესტირება და მზად ხართ თქვენი ექსპერტიზა გადაიტანოთ შემდეგ დონეზე.
Advanced Cyber Attacks - სისტემური (Win, Nix, OSX); ქსელური (Network Devices, Web); მობილური (iOS, Android); ქლაუდ მიმართულება (AWS, Azure, GC)
MITRE ATT&CK და APT Groups - Framework-ის შეტევითი გამოყენება დაცვითი გამოყენება; ფინანსურად მოტივირებული ჯგუფები; შპიონაჟზე მოტივირებული APT28/29
SOC Operations - SOC-ის ოპერაციების განხილვა, შესაბამისი როლები და ხელსაწყოების გამოყენება, SIEM, SOAR, EDR, IPS/IDS, WAF - ხელსაწყოები, რეალური მაგალითები და ქეისები
SOC Use Cases - Purple Teaming – SOC-ის Use Case-ების შედგენა და მართვა; საუკეთესო პრაქტიკა - როგორ შევქმნათ და გავტესტოთ; ლაბორატორიული სავარჯიშოს შესრულება, Use Case-ისა და Playbook-ების შესაბამისად; Purple Teaming სავარჯიშოები
Network Attacks - ქსელური მოწყობილობები როგორც შეტევის ვექტორი, შეტევის ტიპების განხილვა, ანალიზის ტექნიკების განხილვა, ანალიზის ხელსაწყოების განხილვა (IDS, Snort, Wireshark, etc.); ქსელური შეტევები - Scan, Intrusion, Exploitation, DDoS
Malware Analysis – RANSOMWARE - სტრატეგიული მიდგომა, მზადების და რეაგირების ეტაპი, შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებები, Malware Analysis - სტატიკური და დინამიური, უფასო და ფასიანი ხელსაწყოები, WMI/Powershell Malware, RAM - CobaltStrike Beacons
PHISHING and Business Email Compromise - Phishing-ის ტიპები, ამოცნობის და ანალიზის მეთოდები და ხელსაწყოები, იდენტიფიცირება და გამოძიება
Threat Hunting - Threat Hunting - როგორც SOC-ის ფუნქცია, ხელსაწყოების გაცნობა და მეთოდეოლოგია, მიდგომები და აქტივობები, შესაბამისი ხელსაწყოები და მაგალითები
Digital Forensics - რა არის Digital Forensics, რა როლი აქვს SOC-ის ოპერაციებში, ხელსაწყოები და Framework-ები, Anti-Forensics მეთოდები, ხელსაწყოების პრაქტიკული გამოყენების გზები, IOC-ების შეგროვება და შენახვა, შესაბამისი რეპორტის გენერირება
Web Attacks - ვებ საიტებზე და აპლიკაციებზე შეტევის ტიპები, OWASP განხილვა, შეტევის ხელსაწყოები, ვებ შეტევების ანალიზის მეთოდები და ხელსაწყოები, შესაბამისი სისტემური ლოგები, ანალიზის ხელსაწყოები
Cyber Threat Intelligence – CTI - წყაროების შერჩევა და მონიტორინგი, ინფორმაციის შეგროვება, დახარისხება, ანალიტიკა, წარდგენა; CTI როგორც SOC-ის მხარდამჭერი; CTI როგორც მენეჯმენტ გადაწყვეტილებების მხარდამჭერი ფუნქცია; OSINT და DarkNET; ვირუსული ფაილის შესაბამისი TTP-ების მოკვლევა; ფიშინგიდან დამატებითი ინფორმაციის მოკვლევა; ძველი და აქტუალური ფორუმები, მათზე წვდომისა და Operational Security უზრუნველყოფის გზები
Wrap Up - შეჯამება და გამეორება, მომავლის შეტევები - Generative AI / LLM-ის გამოყენება შეტევა/თავდაცვისათვის; Blockchain და შესაბამისი კიბერ შეტევები; Metaverse და მისი რისკები; Quantum Computing - შესაძლებლობები და პოტენციური რისკები; გავლილი მასალის შეჯამება
I ეტაპი - რეგისტრირებულთა აპლიკაციების ტექნიკური გადარჩევა
II ეტაპი - რეზიუმეების და სამოტივაციო წერილების გადარჩევა
III ეტაპი - ტექნიკური ტესტი
IV ეტაპი - დარჩენილი მონაწილეებიდან 60-ის შერჩევა (ორი ჯგუფის) უნდა მოხდეს პირადი გასაუბრების საფუძველზე - მათ მიერ გამოვლენილი დამატებითი ცოდნის, მოტივაციისა და Soft skill-ების საფუძველზე.
გიორგი გურგენიძე - პროგრამის ავტორი
გიორგი ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების სპეციალისტია, რომელსაც 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, საქართველოს, დსთ-ს, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მასშტაბით. იგი ინფორმაციის გაზიარების და ანალიზის ცენტრის (ISAC) დამფუძნებელი და დირექტორია.
გიორგი 2011-2013 წლებში იყო საქართველოს სამთავრობო CERT-ისა და 2016-2017 წლებში ბრიტანული Cyber Intelligence Center-ის წევრი. იგი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დონორებთან (USAID, IFC, UNDP, NATO SPS, UKaid, EU, CoE, ა.შ) საქართველოს კიბერ უსაფრთხოების მდგრადობის გაძლიერების კუთხით. იგი ასევე სხვადასხვა დროს იყო სპიკერი და მოწვეული ტრენერი, ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო კონფერენციებზე, ტრენინგებსა და სემინარებზე.
გიორგი ფლობს MSc in Information Security ხარისხს Royal Holloway University of London-იდან.
ასევე, ISC2 CISSP, GCIH, US NIST CSF Implementer, TUV ISO27k LA/LI, Oxford AI Program Certificate, CREST CPTIA საერთაშორისო სერთიფიკატებს. იგი ასევე არის MITRE ATT&CK Framework-ისა და US NIST CSF სამუშაო ჯგუფის კონტრიბუტორი.
ზაზა გაბაშვილი - კურსის ლექტორი
ზაზა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ექსპერტია, აქვს 20 წლიანი გამოცდილება როგორც სახელმწიფო, ასევე საბანკო და კერძო სექტორში.
ზაზა 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწოფო სტრუქტურებში, როგორიც არის: გენერალური პროკურატურა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეროვნული უშიშროების საბჭო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ხოლო შემდგომი 10 წელი კერძო და საბანკო სექტორში. მუშაობდა როგორც ინჟინრული მიმართულებით ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელად.
დღეს ის კომპანია „თინეთის“ რომელიც არის საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, და მასში ერთიანდება 11 E-commerce პლატფორმა და 5 მობილური აპლიკაცია, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელია.
ზაზას გააჩნია მსოფლიოში აღიარებული ვენდორების: IBM, Cisco, Dell, Checkpoint, HPE, Huawei, CompTIA საინჟინრო და უსაფრთხოების სერთიფიკატები.
დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში DevOps მეთოდოლოგიას და მასთან ასოცირებულ ხელსაწყოებს უდიდესი წილი უკავია პროდუქტის სწრაფი შექმნა/განვითარების და მომხმარებელზე ეფექტურად მიწოდების კუთხით. პროდუქტის შექმნის/განვითარების იდეის გაჩენიდან დაწყებული მომხმარებელთან მიწოდებამდე, DevOps მეთოდოლოგიის და მასთან ასოცირებული ხელსაწყოების SDLC-ში (Software Development Life Cycle) ინტეგრაცია რადიკალურად ცვლის პროცესის მიმდინარეობას, რასაც უფრო ახლოს მივყავართ კომპანიის მთავარ მისიამდე, მომხმარებლის კმაყოფილებამდე.
DevOps Bootcamp-ის ძირითადი მიზანია, DevOps მეთოდოლოგიის და პრაქტიკაში გამოყენებადი ხელსაწყოების ძირეული შესწავლა. მათი პრაქტიკაში რეალიზება და რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული სამუშაოების შესრულება. ჩვენს პროგრამაში თქვენ შეისწავლით, როგორც DevOps (mindset) მეთოდოლოგიას და მიდგომებს, ასევე დღესდღეობით ტექნოლოგიურ სფეროში მოწინავე კომპანიების მიერ შექმნილ ხელსაწყოებს. ხელსაწყოების გამოყენება მეთოდოლოგიასთან შერწყმის საფუძველზე მოგცემთ საშუალებას, დაეხმაროთ კომპანიის თანამშრომლებს როგორც მეთოდოლოგიური ასევე ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია/განვითარების კუთხით.
DevOps Bootcamp-ის ფარგლებში თიბისი IT აკადემიის ბაზაზე შეიქმნა პრაქტიკული ლაბები, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ სპეციალურად მათთვის შექმნილ პრაქტიკულ ლაბებში, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ თეორიული ცოდნა კონტროლირებად გარემოში და იმუშაონ რეალურ ინსტრუმენტებთან და ტექნოლოგიებთან.
ბუთქემფის დასრულების შემდეგ მონაწილეს ექნება:
ტექნიკური კომპეტენცია: კურსდამთავრებულები იქნებიან DevOps მეთოდოლოგიის და ხელსაწყოების პრაქტიკაში გამოყენებისთვის მზად. Best practice-ების გამოყენებით კომპანიაში მოახდინონ პროცესების და მიდგომების დანერგვა/გაუმჯობესება.
პრაქტიკული გამოცდილება: სწავლების პროცესში გამოყენებული სიმულაციური სამუშაო გარემო მისცემს მათ შესაძლებლობას მარტივად ადაპტირდნენ და მოახდინონ კონცენტრაცია რეალურ სამუშაო გარემოში.
სამუშაო მზადყოფნა: ინტენსიური სწავლების პროცესის გათვალისწინებით, კურსდამთავრებულები მაქსიმალურად აღჭურვილი იქნებიან როგორც DevOps მეთოდოლოგიის თეორიული ცოდნით, ასევე რეალური hands-on პრაქტიკული ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილებით.
რბილი უნარები: საბოლოოდ, კურსდამთავრებულებს განუვითარდებათ ისეთი მნიშვნელოვანი რბილი უნარები, როგორიცაა ემპათია, ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.
დამწყები დეველოპერები: მათ, ვისაც აქვთ პროგრამირების პრინციპების ძირითადი გაგება და გარკვეული გამოცდილება
კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტები: ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ კომპიუტერულ მეცნიერებას ან მასთან დაკავშირებულ სფეროს და აქვთ დიდი ინტერესი DevOps ინჟინრის პოზიციაზე დასაქმების
Career Switchers: პროფესიონალები, რომლებიც ამჟამად არიან სხვა IT სფეროებში, მაგრამ აქვთ დიდი ინტერესი გადართონ თავიანთი კარიერა DevOps ის მიმართულებით
არატექნიკური პირები: ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ფორმალური ტექნიკური განათლება, მაგრამ აქვთ დიდი სურვილი ისწავლონ DevOps მეთოდოლოგია და ხელსაწყოები
მიუხედავად ფაქტისა, რომ ჩვენი პროგრამა მოიაზრებს DevOps მეთოდოლოგიის და ხელსაწყოების შესწავლას საბაზისო დონიდან, სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საბაზისო გამოცდილება, IT Operations ან Development-ის მიმართულებით. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კურსში მოიაზრებს საბაზისო დონიდან, მიმდევრობითი სქემით, ყველა იმ საჭირო მიდგომის და ხელსაწყოს შესწავლას, რომელიც დღეს დღეობით მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებში.
Introduction to DevOps - მოდული მოიაზრებს DevOps მეთოდოლოგიის გაცნობას, მის გამოყენებას პრაქტიკაში და კომპანიის მასშტაბით DevOps მეთოდოლოგიის თანამშრომლებში გავრცელებას
Linux - ჩაპტერის მიზანია, სტუდენტებს შეასწავლოს Linux ოპერაციული სისტემა საბაზისო დონიდან, საშუალო ადმინისტრაციულ დონემდე
Version control with Git, GitLab & Azure DevOps - აღნიშნულ ჩაპტერში სტუდენტები შეისწავლიან Git-ის გამოყენებას, ხელსაწყოს გამოყენებით კოდის მანიპულირებას და მართვას GitLab-სა და Azure DevOps პლატფორმებთან მუშაობით
Containerization with Docker - ჩაპტერი მოიაზრებს Docker Engine და Docker Container-ებს, მათ შექმნას და მათი გამოყენებით დისტრიბუციული აპლიკაციების სტეკის შექმნას
Kubernetes (K8S) and Container Orchestration (Vanilla Kubernetes) - მიკროსერვისების დამოუკიდებლად მართვა, სკალირება, წარმადობის უზრუნველყოფა მომხმარებლის მოთხოვნაზე დაყრდნობით, ნებისმიერი მიკროსერვისის ვერსიის განახლება, ძველი და ახალი ვერსიის მიკროსერვისების პარალელურად მუშაობა და სხვა.
Continuous Integration & Continuous Deployment/Delivery (CI/CD)
Cloud Technologies with AWS (Amazon Web Services) - ჩაპტერში ვისაუბრებთ AWS-ზე და შევისწავლით მის სერვისებს და გამოყენებას. ასევე მოვახდენთ ფიზიკური დატაცენტრის და Cloud Provider-ის სერვისების შედარებას,მათი მახასიათებლების და უპირატესობების გააზრებას. ჩაპტერის ჭრილში დავკონცენტრირდებით საწყის ეტაპზე AWS Cloud Practitioner სასერტიფიკატო კურსის გამოცდილების შეძენაზე
Infrastructure As Code (IaC) with Terraform and Ansible for On-Premise Infrastructure - ჩაპტერში შევეხებით HashiCorp Terraform-ს და Ansible-ს. მათი მეშვეობით შევისწავლით თუ როგორ ვმართოთ ჩვენთვის საჭირო კომპონენტები უფრო სწრაფად და მარტივად წინასწარ დაწერილი დეკლარირებული კონფიგურაციების მეშვეობით
Monitoring, Logging, and Observability - აქცენტი გაკეთდება მონიტორინგის სისტემებზე Prometheus და Grafana, ხოლო ლოგირების ნაწილში შევისწავლით GrayLog-ს
I ეტაპი - რეგისტრირებულთა აპლიკაციების ტექნიკური გადარჩევა
II ეტაპი - უნარების ტესტი
III ეტაპი - ტექნიკური დავალება
IV ეტაპი - დარჩენილი მონაწილეებიდან 30-ის შერჩევა უნდა მოხდეს პირადი გასაუბრების საფუძველზე - მათ მიერ გამოვლენილი დამატებითი ცოდნის, მოტივაციისა და Soft skill-ების საფუძველზე
ხშირად დასმული კითხვები
კურსზე რეგისტრაციისთვის უნდა გაიარო რამდენიმე ეტაპი:
I ეტაპი - პირველ ეტაპზე საჭიროა, შეავსო სასურველი კურსისთვის განკუთვნილი სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია კურსის შიდა გვერდზე. კურსზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დაიწყება შემოსული განცხადებების გადარჩევა.
II ეტაპი - შერჩევის მეორე ეტაპი კურსების მიხედვით განსხვავებულია, ზოგიერთი კურსისთვის მოიცავს პრე-ტესტს, ზოგიერთ კურსზე კი უნარების ტესტს, სადაც მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში გადახვალ შერჩევის შემდეგ ეტაპზე.
III ეტაპი - მესამე ეტაპი კურსების მიხედვით განსხვავდება: Advance კურსებზე, სადაც მოითხოვება გარკვეული ტექნიკური ცოდნა, მონაწილეებმა უნდა დაწერონ ტექნიკური ტესტი ცოდნის დონის შესამოწმებლად, ხოლო კურსებზე, სადაც რაიმე ტიპის წინასწარი ცოდნა მოთხოვნილი არ არის უნდა შეასრულოთ ტექნიკური დავალება, რაც თქვენი კვლევისა და თვითსწავლის უნარს ამოწმებს.
IV ეტაპი - შერჩევის ბოლო მეოთხე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში ჩაირიცხებით კურსზე და გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
* სანამ კურსზე დარეგისტრირდები მნიშვნელოვანია, ყურადღებით წაიკითხო კურსის აღწერა, ნახო რას ისწავლი კურსის განმავლობაში და გაიგო გააჩნია თუ არა კურსს დასწრების წინაპირობა.
TBC X USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის პროგრამაში თითოეულ კანდიდატს აქვს მხოლოდ ერთი კურსის გავლის შესაძლებლობა. გარდა Information Security და Python კურსებისა, სადაც Basic დონის გავლის შემდეგ შესაძლებელია სწავლის გაგრძელება Advance დონეზე.
პროგრამის ფარგლებში კურსებზე სწავლა სრულიად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და USAID-ის მიერ.