top of page
Android Development

კურსის დაწყება | ხანგრძლივობა |
|---|---|
არ არის აქტიური. | 5 თვე |
რეგისტრაცია
რეგისტრაცია დასრულებულია.
Backend development ნიშნავს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, რომელიც მოემსახურება ვებ გვერდს და პასუხისმგებელი იქნება ყველაფერზე, რაც კი შეიძლება არსებობდეს სერვერის მხარეს. კურსზე პლატფორმად შემოთავაზებულია .Net Core რომელიც არის Microsoft-ის მიერ შექმნილი Open Source Framework-ი. იგი გამოიყენება სხვადასხვა სახის აპლიკაციის შესაქმნელად, იქნება ეს Web, Mobile, Desktop, Game და ა.შ. ასევე, .Net Core არის Cross-platform, რაც ნიშნავს რომ ის შეგვიძლია გავუშვათ Windows, Linux, MacOs ოპრაციულ სისტემებზე.
.NET კურსის მიზანია მრავალმხრივი სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება Backend Development-ის ძირითად კონცეფციებზე, პროგრამულ ენა C#-ზე, .NET Core framework-ზე.
კურსის დასრულების შემდგომ სტუდენტეს შეეძლება ეჯაილ გუნდში Junior Backend Developer-ად მუშაობა.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:
კოდირება
არქიტექტურებისა და დიზაინ პატერნების საბაზისო გაგება
დეველოპმენტ ხელსაწყოების გამოყენება
ტესტირება და დებაგინგი
გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის შემოუერთდი TBC IT აკადემიის Discord Server-ს: https://discord.gg/wh464Y8edk
Android Development არის პროცესი, რომელიც გულისხმობს აპლიკაციების აგებას Android ოპერაციული სისტემისთვის. იგი შესაძლებლობას აძლევს დეველოპერებს, შექმნან მრავალფეროვანი აპლიკაციები, განავითარონ თამაშები, სოციალური კავშირების აპლიკაციები, e-commerce პლატფორმები და სხვა.
კურსის მიზანია უზრუნველყოს მრავალმხრივი სწავლება და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება Android Development-ის ძირითად კონცეფციებზე, პროგრამულ ენა Kotlin-ზე.
კურსის დასრულების შემდგომ სტუდენტეს შეეძლება საკუთარი აპლიკაციის არქიტექტურისა და გადაწყვეტების განსაზღვრა, ამოცანის დასმა და მისი გადაჭრისთვის საჭირო რესურსების მოკვლევა/განსაზღვრა.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:
კოდირება
არქიტექტურებისა და დიზაინ პატერნების გაგება
დეველოპმენტ ხელსაწყოების გამოყენება
ტესტირება და დებაგინგი
აპლიკაციის დანერგვა
გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის შემოუერთდი TBC IT აკადემიის Discord Server-ს: https://discord.gg/wh464Y8edk
რეგისტრაციის დაწყება: 16/05/25
რეგისტრაციის დასრულება: 02/06/25
ლექციების დაწყება: ივნისის თვეში
ტესტირების ავტომატიზაცია გულისხმობს სპეციალიზებული პროგრამული ინსტრუმენტებისა და წინასწარ გაწერილი ნაბიჯების გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის შემოწმებას. ამასთანავე, ტესტირების ავტომატიზაცია წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლის განუყოფელ ნაწილს.
კურსის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის პროგრამულ ენებს და ინსტრუმენტს, როგორიცაა Java, Selenium, Rest Assured და ა.შ. მონაწილეები შეისწავლიან ასევე ტესტ დიზაინის საუკეთესო პრაქტიკებს, ტესტირების ჩარჩოს იმპლემენტაციას და ტესტების უწყვეტ ინტეგრაციას pipeline -ებში.
ტესტირების ავტომატიზაციის კურსის მიზანია ინდივიდების აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა ტესტირების პროცესების გასაუმჯობესებლად, ადამიანური შეცდომების შესამცირებლად და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის გასაუმჯობესებლად ტესტირების ავტომატიზაციის გზით.
კურსის დასრულების შემდგომ სტუდენტებს შეეძლება ეჯაილ გუნდში Test Automation Engineer-ად მუშაობა.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:
ავტომატური ტესტების შექმნა როგორც ვებ, მობაილ და დესკტოპ აპლიკაციებისთვის,ასევე Rest და Soap API-სთვის
დიზაინ პატერნებისა და საუკეთესო პრაქტიკების დაცვით პროექტის მართვა
პერფორმანს ტესტირების პროექტის აწყობა და მართვა
ავტომატური ტესტების ინტეგრაცია pipeline-ში
დამატებითი ინფორმაციისთვის შემოუერთდი თიბისი IT აკადემიის Discord Server-ს: https://discord.gg/wh464Y8edk
Frontend დეველომპენტი გულისხმობს ვებ გვერდის /ვებ აპლიკაციის user interface-ს და user experience-ს შექმნას და იმპლემენტაციას. Frontend დეველოპერი ქმნის იმ ვიზუალურ ელემენტებს, რომლებთანაც მომხმარებლებს პირაპირი შეხება აქვთ თავიანთი ბრაუზერის გამოყენებით.
Frontend დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტების აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა კომპლექსური ვებ გვერდების და აპლიკაციების ასაწყობად.
კურსის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის პროგრამულ ენებს და ინსტრუმენტებს, როგორიცაა: Bash, Git, HTML, CSS, SCSS/SASS, JavaScript, TypeScript, Angular.
კურსის დასრულების შემდგომ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს Agile გუნდში Frontend დეველოპერის პოზიციაზე და სრულფასოვნად ჩაერთოს რეალურ დეველოპმენტის პროცესებში.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:
დამოუკიდებლად ააწყო კომპლექსური SPA ვებ აპლიკაციები Angular Framework-ის საშუალებით
შექმნა ვიზუალურად მიმზიდველი, Responsive მომხმარებლის ინტერფეისი
აპლიკაციის აწყობისას გამოიყენო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის ტექნიკები
გატესტო აპლიკაცია სრულფასოვანი Unit/Integration ტესტების საშუალებით
ეფექტურად გამოიყენო ბრაუზერის developer tools
შენს აპლიკაციებში გამოიყენო სხვადასხვა საინტერესო და გამოსადეგი third party ბიბლიოთეკები
გამოიყენო უახლესი Version Control ხელსაწყოები
დამატებითი ინფორმაციისთვის შემოუერთდი TBC IT აკადემიის Discord Server-ს: https://discord.gg/wh464Y8edk
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ძლიერი IT მხარდაჭერა გადამწყვეტია ნებისმიერი კომპანიისთვის. IT მხარდაჭერის პროფესიონალები უზრუნველყოფენ კომპიუტერული სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, ქსელების მართვას, უსაფრთხოების პროცესებს და მომხმარებელთა ტექნიკურ დახმარებას. ეს კურსი განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვისაც სურს საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც მათ დაეხმარება IT მხარდაჭერის სფეროში კარიერის დაწყებაში ან გაუმჯობესებაში.
კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან IT ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას, ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკას, მონაცემთა დაცვას, პროგრამული უზრუნველყოფის მართვას და მომხმარებელთა მხარდაჭერის სტრატეგიებს. ყველა სესია მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, რაც უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებას.
კურსი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. შეხვედრების უმეტესობა ჩატარდება ონლაინ, თუმცა თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენიმე შეხვედრა ორგანიზებული იქნება ფიზიკურ სივრცეში
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
IT მხარდაჭერის ძირითადი პრობლემების დიაგნოსტიკა და გადაჭრა.
ოპერაციული სისტემების (Windows, macOS) ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა.
ოფისის პროგრამებისა და დისტანციური მართვის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება.
მომხმარებლების მართვა Active Directory-სა და Entra ID-ში.
უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დაცვა, მათ შორის BitLocker-ის გამოყენება.
ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, NAC და VPN ტექნოლოგიების გამოყენება.
მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და სისტემური ლოგების ანალიზი.
ITIL-ის ძირითადი პრინციპების გაცნობა და ინციდენტების მართვა Jira-ს გამოყენებით.
AI ხელსაწყოების, როგორიცაა ChatGPT და Microsoft Copilot, გამოყენება IT მხარდაჭერის პროცესში.
მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება და მომხმარებლის პრობლემების ეფექტური მოგვარება.
მონაცემები თანამედროვე ბიზნესის საყრდენია, მაგრამ მხოლოდ სწორი ანალიტიკის საშუალებით შეუძლიათ კომპანიებს მათგან რეალური ღირებულების მიღება. მონაცემთა ანალიტიკოსის მთავარი ამოცანაა, ნედლი მონაცემებიდან მნიშვნელოვანი მიგნებების გამოტანა, რაც კომპანიებს დაეხმარება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებასა და კონკურენტულ უპირატესობის მოპოვებაში.
კურსის ფარგლებში გაივლი მონაცემთა ანალიზის ყველა ეტაპს: ბიზნეს პრობლემის ანალიტიკურ ამოცანად გარდაქმნას, მონაცემების მოძიებასა და გაწმენდას SQL-ის გამოყენებით, მონაცემთა ვიზუალიზაციას Power BI-ს საშუალებით და მიღებული შედეგების ეფექტურ კომუნიკაციას. პრაქტიკული მაგალითებით გაჯერებული კურსი დაგეხმარება მონაცემთა სამყაროს უკეთ გაცნობაში და რეალური ბიზნეს ამოცანების გადაჭრაში.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეგეძლება:
მონაცემებზე ორიენტირებული ანალიტიკური აზროვნების განვითარება– ბიზნეს პრობლემების ანალიტიკურ ამოცანებად გარდაქმნა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.
მონაცემების მოპოვება და დამუშავება – SQL-ის გამოყენებით მონაცემთა ბაზებიდან მონაცემების გამოტანა, ფილტრაცია, გაწმენდა და სტრუქტურირება.
მონაცემთა ვიზუალიზაცია – Power BI-ს საშუალებით მონაცემების ანალიზი, ინტერაქციული დაშბორდებისა და ვიზუალიზაციების შექმნა.
მიღებული მიგნებების კომუნიკაცია – ანალიტიკური შედეგების გასაგებად და ეფექტურად წარდგენა ბიზნესისთვის.
პრაქტიკული პროექტების შესრულება – რეალური მონაცემების ანალიზი და ბიზნესის რეალური ამოცანების გადაჭრა.
მონაცემთა ანალიტიკის კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნა – ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარებისა და ტექნიკების გამოყენება.
ვისთვის არის კურსი
მონაცემთა ანალიტიკის კურსი განკუთვნილია 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაცემების სამყაროთი და სურთ საფუძვლიანი ცოდნის შეძენა ანალიტიკის მიმართულებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო და აუცილებელი უნარებია: მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა, ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტირების უნარი. თუ უკვე გაქვს შეხება მონაცემებთან და ფლობ ტექნიკურ უნარებს, ეს ძალიან დაგეხმარება უფრო სწრაფად და მარტივად აითვისო მასალა.
რეგისტრაცია
ხშირად დასმული კითხვები
თიბისი IT აკადემიის აბსოლუტურად ყველა კურსი 100%-ით დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ. შესაბამისად, კურსზე წარმატებით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტს არ უწევს არანაირი საფასურის გადახდა.
bottom of page