შეავსე განაცხადი და
დარეგისტრირდი სასურველ კურსზე
arrow&v

ხშირად დასმული კითხვები

რა კურსების გავლა არის შესაძლებელი IT აკადემიაში?


IT აკადემიაში არის შემდეგი კურსები Frontend development, Backend development, Android mobile development, IOS Mobile development, Test Automation enginering, UX research and strategy.
2020 წლის შემოდგომის სემესტრიდან ჩატარდება მხოლოდ Frontend development (Angular), Test Automation engineringUX კურსები.




როდის იწყება რეგისტრაცია Front end, Backend development კურსებზე IT აკადემიაში?


ჩამოთვლილ კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2021 წლის გაზაფხულიდან საიტზე.




რა ეტაპებია გასავლელი აკადემიაში კურსზე ჩასარიცხად?


პირველად რეგისტრაციის შემდეგ სტუდენტმა წარმატებით უნდა გადალახოს ტექნიკური ტესტირება, ზოგადი უნარების (IQ ტესტირება), ტექნიკური გასაუბრება და HR გასაუბრება.




როგორ ხდება სტუდენტების შერჩევა?


სტუდენტების შერჩევა ტესტირების დროს ხდება უმაღლესი ქულების რეიტინგის მიხედვით. რეიტინგი და შემდეგ ეტაპზე გადამსვლელთა რაოდენობა დამოკიდებულია მონაწილე სტუდენტთა რაოდენობაზე. ამის შემდეგ კანდიდატი გადის ტექნიკურ და HR გასაუბრებას, სადაც კანდიდატის შეფასება ხდება მისი მოტივაციის, საბაზისო ცოდნის, კურსზე სტულად დასწრების შესაძლებლობის შეფასების საფუძველზე.




რამდენი სტუდენტის მიღება ხდება კურსზე?


თითოეულ კურსზე სტუდენტთა რაოდენობა არის მინიმუმ 20 მაქსიმუმ 30 სტუდენტი.




TBC IT აკადემიაში სწავლა ფასიანია?


TBC IT აკადემიაში სწავლა დაფინანსებულია TBC ბანკის მიერ, სტუდენტი რომელიც მოხვდება აკადემიაში უსასყიდლოდ გაივლის კურსს და ექნება დასაქმების შესაძლებლობა.




კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს რა შესაძლებლობები აქვთ დასაქმების მხრივ?


ყველა სტუდენტი, რომელიც წარმატებით დაამთავრებს კურსს და ექნება მაღალი სარეიტინგო შეფასება, საშუალება ეძლევა დასაქმდეს TBC ჯგუფში და ჩაერთოს სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის პროცესში.




ვინ შეიძლება ჩაირიცხოს TBC IT აკადემიაში


აკადემიაში შესაძლებელია ისწავლოს ყველამ 17 წლიდან ზემოთ, ვისაც აქვს სურვილი დაეუფლოს ახალ პროფესიას ტექნოლოგიების სფეროში. აკადემიაში ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტს, მხოლოდ ერთხელ შეუძლია კურსის გავლა.





Powered by 

© 2020 ყველა უფლება დაცულია

  • Facebook
  • YouTube